Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ამნესტი ინტერნეშნლმა” გამოაქვეყნა ანგარიში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ


საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ”ამნესტი ინტერნეშნლმა” გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. 2012 წლის ანგარიშში საქართველოს ორი გვერდი ეთმობა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პოსტსაბჭოთა პერიოდში პირველად დაფიქსირდა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა. თუმცა აღინიშნა არაერთი დარღვევა როგორც არჩევნებამდე, ისე მის შემდეგ. ანგარიშში მითითებულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი ჰქონა ოპოზიციის წევრებისა და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების უკანონო დევნას და დასჯას. მოყვანილია კონკრეტული ფაქტები და ადამიანების სახელები, რომლებიც ოპოზიციის მხარდაჭერისათვის სამსახურებიდან გაათავისუფლეს ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რაც შეეხება ჟურნალისტურ საქმიანობას, ანგარიშის ავტორები წერენ, რომ როგორც ოპოზიციურად განწყობილ, ისე ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ მედიასაშუალებებს მუშობის პროცესში არაერთი სირთულე ექმნებოდათ. ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ 2012 წელს ადგილი ჰქონდა შეკრების თავისუფლების დარღვევასა და რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დისკრიმინაციას. მაგალითად კი მოყვანილია სოფელი ნიგვზიანი, სადაც მართლმადიდებელი ქრისტიანები მართავდნენ საპროტესტო აქციებს, რათა ნიგვზიანში მცხოვრებ მუსულმანებს არ მისცემოდათ ლოცვისა და შეკრების უფლება. ”ამნესტი ინტერნეშნლი” წერს იმაზეც, რომ 2012 წელს საქართველოში დაირღვა ლგბტ პირების უფლებებიც.
XS
SM
MD
LG