Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს


"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ”ვანო მერაბიშვილის მიმართ სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით დაპატიმრება გამოიყენა, რაც მიგვაჩნია, რომ უკანონოა და ველოდებით განჩინებას. როდესაც განჩინებას ავიღებთ, აუცილებლად მივმართავთ სააპელაციო სასამართლოს", - აღნიშნა ადვოკატმა.
XS
SM
MD
LG