Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილი "მატროსოვის ციხეში" გადაიყვანეს


ნაციონალურ მოძრაობის გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გვიან ღამით ქუთაისიდან თბილისში გადმოიყვანეს. ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაშია მოთავსებული. რაც შეეხება კახეთის გუბერნატორს, ზურაბ ჭიაბერაშვილს, მან დატოვა ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულება. ჭიაბერაშვილი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა ოჯახმა გადაიხადა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო. მერაბიშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ჭიაბერაშვილს კი 20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.
XS
SM
MD
LG