Accessibility links

logo-print

ზურაბ ჭიაბერაშვილი: მიმდინარეობს აშკარა პოლიტიკური დევნა


კახეთის გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქუთაისის საპატიმრო დატოვა მას შემდეგ, რაც დღეს მისმა ოჯახმა გადაიხადა სასამართლოს მიერ ჭიაბერაშვილისთვის გირაოდ შეფარდებული 20 ათასი ლარი. ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია და მისი და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს ”აშკარა პოლიტიკური დევნა.” კახეთის გუბერნატორთან ერთად 21 მაისს დაკავებული ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, რომელსაც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, გვიან ღამით თბილისში ჩამოიყვანეს და ამჟამად სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში იმყოფება. ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილს პროკურატურა ბრალს სდებს უფლებამოსილების გადამეტებაში, ამომრჩევლის მოსყიდვასა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში. მერაბიშვილს ბრალად ედება სხვისი საკუთრების უკანონოდ დაუფლებაც.
XS
SM
MD
LG