Accessibility links

logo-print

17 მაისის მოვლენების გამო ბრალი წაუყენეს ორ სასულიერო პირს


ორ სასულიერო პირს ბრალი წაუყენეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ
ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი წაუყენეს. გამოძიება შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და
ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სსკ-ის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო 17 მაისის ინციდენტის გარშემო
გამოძიებას აგრძელებს.
XS
SM
MD
LG