Accessibility links

logo-print

კამერონი ბრიტანეთში დაბრუნდა სასტიკ მკვლელობაში გარკევის კოორდინაციის მიზნით


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი სამშობლოში დაბრუნდა, რათა კოორდინაცია გაუწიოს მთავრობის ქმედებას, მიმართულს სამხედრო გარნიზონთან მომხდარ სასტიკ მკვლელობაში გარკვევისკენ. მკვლელებმა, დაუდგენელი პირი, ზოგი ვარაუდით5 ბრიტანეთის არმიის წევრი, ცივი იარაღით, ყასაბის ნაჯახით და დანით მოკლეს. გავრცელებული ცნობით, აქტის დროს ისინი მაჰმადიანურ ლოზუნგს გაჰყვიროდნენ. მომხდარის ადგილას, ინციდენტიდან რამდენიმე წუთში გადაღებულ ვიდეოზე ჩანს შავკანიანი კაცი, რომელსაც ხელები სისხლით აქვს დათხვრილი და უჭირავს ყასბის ნაჯახი, ასევე დანა. პოლიციამ ეჭვმიტანილებს, მათი დავკავების დროს, ესროლა და დაჭრილები დააპატიმრა. ეჭვმიტანილების ვინაობა ჯერ დაუდგენელია. კამერონმა მომხდარს უწოდა "შემაძრწუნებელი მკვლეობა", რომელიც "ძლიერ ჰგავს ტერაქტს". ამ ინციდენტიდან რამდენი საათში ინგლისის ულტრამემარჯვენე „თავდაცვის ლიგის“ ასამდე მომხრემ ქუჩაში საპროტესტო გამოსვლა გამართა. მათ გამოსვლას პოლიცია უწევდა მეთვალყურეობას. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა ლონდონის გარეთ ორ მეჩეთზე თავდასხმის შესახებ. არავინ დაშავებულა.
XS
SM
MD
LG