Accessibility links

logo-print

ირაკლი ალასანია: კანონის წინაშე ყველა თანასწორია


”კანონის წინაშე ყველა თანასწორია - სამღვდელოება, რიგითი მოქალაქე, მინისტრი თუ პრემიერ-მინისტრი და კანონი განურჩევლად ყველას ეხება“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა ლატვიაში ვიზიტისას, ევროკავშირის სახლში გამართული საჯარო დისკუსიისას, რომელზეც საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის, ნატოში ინტეგრაციისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხები განიხილებოდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დისკუსიის მონაწილეებმა ირაკლი ალასანიას დაუსვეს შეკითხვა თბილისში 17 მაისს განვითარებული მოვლენების და საქართველოს ხელისუფლებისა და ეკლესიის პოზიციის შესახებ. ”როცა საქმე ეხება ძალადობას, ეს არა მხოლოდ უნდა დავგმოთ, არამედ მისმა ჩამდენმა პასუხიც უნდა აგოს და პატრიარქმა სწორედ ეს განაცხადა”, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. თავდაცვის მინისტრის თქმით, პატრიარქს, რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარულია და საზოგადოება არაერთხელ გაუერთიანებია, შეუძლია პროცესებში მხოლოდ დადებითი როლი შეასრულოს.
XS
SM
MD
LG