Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ოფიციალურ პირთა დაპატიმრების შესახებ


ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, თავის განცხადებაში, რომელიც საქართველოში ყოფილი ოფიციალური პირების დაპატიმრებას ეხება, გამოხატა მოლოდინი, რომ „საქართველოს ხელისუფლება სრულად შეასრულებს ეუთოს წინაშე ნაკისრ, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ და იმ ვალდებულებებს, რომლებიც ითვალისწინებს სამართლიანი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე, ისეთი სასამართლო პროცესის წარმართვას, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური მოტივაციისგან“ . ჟოაო სოარეშის განცხადებაში ასევე წაიკითხავთ, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა შარშან, როცა, რეგიონში პირველად, მოხდა ხელისუფლების ერთი ძალის მიერ მეორისთვის მშვიდობიანი გზით გადაცემა. ახლა, მნიშვნელოვანია, წერს სოარეში, საფრთხე არ შეექმნას ამ წინსვლას. ოთხშაბათს, სოარეშმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ „პოლიტიკური ოპონენტების ციხეში მოთავსება ვერ დაგეხმარებათ პრობლემების მოგვარებაში, პირიქით, ის ახალ პრობლემებს შეგიქმნითო.“
XS
SM
MD
LG