Accessibility links

ბარაკ ობამამ წარმოადგინა ცვლილებები ტერორიზმთან აშშ-ის ბრძოლის კურსში


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წარმოადგინა ცვლილებები ტერორიზმის წინააღმდეგ ვაშინგტონის ბრძოლის კურსში. მისი შეფასებით, რომელიც გამოთქვა დღეს ვაშინგტონში, სახელმწიფო თავდაცვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, ტერორიზმთან ბრძოლაში ამერიკა „გზაჯვარედინზეა“. ობამას განცხადებით, ახალი შეზღუდვები წესდება ტერორიზმში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებისთვის. პრეზიდენტის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატებით კონკრეტულ პირთა ლიკვიდაცია „ეფექტიანი და კანონიერი“ ზომაა, მაგრამ შეშფოთებას იწვევს ასეთი დარტყმების შედეგად უნებლიედ სამოქალაქო პირების დახოცვის შემთხვევები. ამ საკითხზე მოხსენებით გამოსვლამდე, ობამამ ხელი მოაწერა „პრეზიდენტის პოლიტიკის პრინციპებს“ - დოკუმენტში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული სტანდარტები, რომლებითაც აშშ ხელმძღვანელობს, უპილოტო თვითმფრინავებით ოპერაციის განსახორციელებლად. ასევე ხუთშაბათს ობამამ კიდევ ერთხელ გამოთქვა გუანტანამოს ციხის დახურვის სურვილი.
XS
SM
MD
LG