Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს: ”ჩვენი ქვეყნები ახლო პარტნიორები არიან. ეს პარტნიორობა ემყარება მტკიცე საფუძველს - საერთო ფასეულობებსა და ორმხრივ ინტერესებს. აშშ კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აგრეთვე საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. ჩვენ ვაფასებთ თქვენი სამხედროების ძალისხმევას ავღანეთში, პატივს მივაგებთ დაღუპულებს. აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციის პროცესში. დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს სურვილს გავაღრმავოთ ჩვენი მეგობრობა, ერთიანობასა და პარტნიორობაშია ძლიერება. ვულოცავ ქართველებს მთელ მსოფლიოში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს”.
XS
SM
MD
LG