Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა


რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ რიხტერის შკალით 8,2 შეადგინა. ეპიცენტრი ოხოტის ზღვაში იყო. მცირე ბიძგები შეინიშნებოდა ეპიცენტრიდან ისეთ დაშორებულ ადგილას, როგორიც რუსეთის დედაქალაქია. ჯერჯერობით მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რუსეთის ხელისუფლებამ ცუნამის საშიშროების შესახებ გააფრთხილა სახალინისა და კურილიის კუნძულების მოსახლეობა, თუმცა, მალევე გააუქმა ეს გაფრთხილება.
XS
SM
MD
LG