Accessibility links

logo-print

ასტანის სასამართლომ ჟურნალისტს 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა


ასტანის სასამართლომ ჟურნალისტს 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა არასანქცირებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის. ბერიკ ჟაღიპაროვის ადვოკატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასჯელი ხუთშაბათს შეუფარდეს. ჟაღიპაროვი თავს უდანაშაულოდ თვლის და აცხადებს, რომ ის აქციაზე დამოუკიდებელი ჟურნალისტის სტატუსით, გასაშუქებლად იმყოფებოდა. პოლიციამ ჟურნალისტი აქციის რამდენიმე მონაწილესთან ერთად ხუთშაბათს დააკავა. 23 მაისს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მთავრობისა და პარლამენტის შენობების წინ რამდენიმე ათეული სახლების მესაკუთრე გამოვიდა. ისინი მთავრობისგან ითხოვდნენ ჩარევას გირაოს მაღალი პროცენტის დაწევისა და საკუთრების უფლების ჩამორთმევის შემთხვევებში. აქციის ორ ორგანიზატორს რამდენიმედღიანი პატიმრობა, ორ დემონსტრანტს კი ჯარიმა შეეფარდა.
XS
SM
MD
LG