Accessibility links

ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი ივნისში დასახელდება


ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა, პრაიმერის გარეშე დასახელდეს - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა. მისი თქმით, პარტიის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის დაკავების გამო პრაიმერი შესაძლოა, აღარ ჩატარდეს და პრეზიდენტობის კანდიდატი კონსესუსისა და გამოკვლევების საფუძველზე გამოვლინდეს. გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი ივნისში დასახელდება.
XS
SM
MD
LG