Accessibility links

logo-print

თბილისში, დედაენის ბაღში ორი აქცია იმართება


დღეს, საღამოს თბილისში, დედაენის ბაღში ორი განსხვავებული მოთხოვნით ორი აქცია დაიწყო. ”ეროვნული ფრონტის" ინიციატივით იმართება შეკრება მოწოდებით "აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა!" დევიზით, "არა თეოკრატიას" აქციას გამართავენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც თბილისში 17 მაისს განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა შსს-ს მოუწოდეს, 17 მაისს მომხდარი ძალადობის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ აქციას დაუთმოს. აქციების მონაწილეთა შორის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, პოლიციამ მათ შორსი აღმართა ჯებირი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამართალდამცავები უსაფრთხოების შესაბამის ზომებს მიმართავენ და იმედი გამოთქვა, რომ აქციები მშვიდობიანად ჩაივლის. რაც შეეხება 17 მაისის მოვლენებს, ეს თემა სხვა საკითხებთან ერთად განიხილებოდა ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში აკრედიტებული ელჩების დღევანდელი შეხვედრისას. პრემიერ-მინისტრმა კვლავ განაცხადა, რომ ის, რაც 17 მაისს მოხდა, საზოგადოების სირცხვილი იყო. ივანიშვილის თქმით, ხელისუფლების სურვილის მიუხედავად, იდეალურად ვერ მოხერხდა სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა, თუმცა, პრემიერი მიიჩნევს, რომ შექმნილ სიტუაციაში პოლიცია ადეკვატურად მოქმედებდა.
XS
SM
MD
LG