Accessibility links

"პუსი რაიოტის" ქომაგმა რუსმა მართლმადიდებელმა მღვდელმა ჩეხეთში თავშესაფარი მიიღო


რუსმა მართლმადიდებელმა მღვდელმა, რომელმაც მხარი დაუჭირა პანკ-როკის ჯგუფ "პუსი რაიოტის", საპატიმროში მყოფ წევრებს, ჩეხეთში თავშესაფარი მიიღო. სერგეი ბარანოვმა, რომელიც დიაკვნად მუშაობდა ტამბოვში, გამოცოცხლება გამოიწვია რუსეთში თავისი ღია წერილით, რომელიც მოსკოვის პატრიარქატს მიწერა. მასში ის აღშფოთებას გამოხატავდა "პუსი რაიოტის" მიმართ ეკლესიის მიუტევებლობის გამო. "პუსი რაიოტის" სამ წევრს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მოსკოვის ეკლესიაში პერფორმანსის გამო. ერთი მათგანი პირობით გამოუშვეს. მათი გალობის ტექსტი შეიცავდა კრემლის საწინააღმდეგო ფრაზებს. ბარანოვი ეკლესიამ განკვეთა. მან ჩეხეთის მედიას უთხრა, რომ ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიაში გადაინაცვლებს.
XS
SM
MD
LG