Accessibility links

ჯონ კერი: ირანის საპრეზიდენტო არჩევნები სანდო ვერ იქნება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ ეჭვი გამოთქვა, რომ ირანის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები სანდო იქნება, რადგან ძალიან ბევრი კანდიდატი არ დაუშვეს არჩევნებზე. ირანის გუშაგთა საბჭომ სამშაბათს პოტენციური კანდიდატების დიდი უმრავლესობა არ დაუშვა არჩევნებზე, რომელიც 14 ივნისისთვისაა დაგეგმილი. მათ შორისაა ირანის ყოფილი პრეზიდენტი, ჰოჯათოლესლამი5 აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი, რომელიც შედარებით ზომიერად ითვლება. საბჭომ 700 კანდიდატიდან დაამტკიცა მხოლოდ რვა, უპირატესად მკაცრ ხაზის მომხრები, რომლებიც რელიგიური ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიმდევრები არიან. ჯონ კერიმ ისრაელში სტუმრობისას განაცხადა, რომ კანდიდატობის მსურველთა დისკვალიფიკაცია ეფუძნებოდა ერთადერთ პრინციპს, რეჟიმის ინტერესებისთვის მხარდაჭერას. კერიმ გააკრიტიკა გამჭვირვალობის ნაკლებობა საარჩევო პროცესში და თქვა, რომ ერთობ საეჭვოა, დარჩენილმა კანდიდატებმა წარმოადგინონ ირანის ხალხის ინტერესები.
XS
SM
MD
LG