Accessibility links

logo-print

სამი კაცი შეეწირა პაკისტანის ქალაქ ფეშავარში მოწყობილ აფეთქებას


ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანის ქალაქ ფეშავარში, აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, არაერთი დაშავდა. ასოშიეტედ პრესის თანახმად, აფეთქება, თვითმკვლელმა მოახდინა. ადგილობრივ ხელისუფალთა თქმით, თავდასხმის სამიზნე რელიგიური პირის მანქანა იყო. თვითონ მოლა გადარჩა, დაიღუპნენ მისი მძღოლი და მცველი, ასევე ერთი გამვლელი. თავდასხმა მოხდა პარასკევის ლოცვის შემდეგ.
XS
SM
MD
LG