Accessibility links

logo-print

პაკისტანის სამგზავრო თვითმფრინავი მანჩესტერის ნაცვლად სტენსტედში დასვეს


ბრიტანეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა პაკისტანის საერთაშორისო ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავი მანჩესტერის აეროპორტის ნაცვლად წარმართეს ლონდონის მახლობლად მდებარე სტენსტედისკენ და იქ დასვეს.
სამგზავრო თვიმფრინავი ლაჰორიდან მოფრინავდა, მის ბორტზე 297 მგზავრი იყო. ბრიტანეთის პოლიციის თანახმად, ინციდენტი მოხდა თვითმფრინავის ცაში ყოფნისას. თვითმფრინავის დაშვების შემლეგ, მასში შევიდნენ პოლიციის თანამშრომლები და დააკავეს ორი პირი, რომლებმაც საფრხე შეუქმნეს თვითმფრინავს. როიტერსს მოჰყავს უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის ნათქვამი, რომ წინასწარი დასკვნით, თვითმფრინავი ტერორისტული თავდასხმის სამიზნე არ ყოფილა. თვითმფრინავის ყველა მგზავრი უვნებელია.
XS
SM
MD
LG