Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბებმა თავდასხმა მოაწყვეს ქაბულში გაეროს ოფისზე


ავღანეთის პოლიციის ცნობით, თალიბებმა კოორდინირებული თავდასხმა მოაწყვეს ქაბულში გაეროს შენობების კომპლექსზე. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეტაკებისას, რომელმაც ხუთი საათი გასტანა, დაიღუპნენ, სულ ცოტა, ერთი მცველი და ხუთი მეამბოხე. გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურს უთხრა, რომ პარასკევს მოწყობილი თავდასხმის შედეგად დაიჭრნენ ამ ორგანიზაციის იტალიელი თანამშრომელი და სამი ავღანელი მცველი. როგორც იუწყებიან, თალიბანის წარმომადგენელმა იკისრა პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, რომელიც მისი თქმით, თვითმკვლელის მიერ დანაღმული ავტომანქანის აფეთქებით დაიწყო.
XS
SM
MD
LG