Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში პოლიციის გაძლიერებულმა შემადგენლობამ იზრუნა ორი აქციის უსაფრთხოებაზე


პარასკევს თბილისში ორი აქცია ჩატარდა დედაენის ძეგლთან. ერთში მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც თბილისში 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს მომხდარ ძალადობას აპროტესტებენ, ქვეყანაში თეოკრატიის საფრთხეს ხედავენ და ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯას სთხოვენ. ხოლო მეორე აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვას მოითხოვენ. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, უსაფრთხოებაზე პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა ზრუნავდა. იუწყებიან აგრეთვე, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აკვირდებოდა დედაენის ბაღში და მის გარე პერიმეტრზე გამართული აქციების მიმდინარეობას.
XS
SM
MD
LG