Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი "ლევილის მამულის", მეპატრონეთა ამხანაგობის ხელმძღვანელობას შეხვდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში არსებული "ლევილის მამულის" მეპატრონეთა ამხანაგობის, „ქართული კერის“ ხელმძღვანელობას შეხვდა. "მედიანიუსის" ცნობით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი და ამჟამად „ქართული კერის“ მმართველი ირენ ციციშვილი, საფრანგეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობების ასოციაციის, „გაუმარჯოს საქართველოს“ პრეზიდენტი, მამია ბერიშვილის შვილი, ტიერი ბერიშვილი. შეხვედრაზე განიხილეს "ლევილის შატოს" და მიმდებარე მამულის საქართველოსთვის გადაცემის საკითხები.
XS
SM
MD
LG