Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში გრძელდება ბრძოლა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქისთვის


სირიიდან ვრცელდება ცნობები, რომ ბრძოლა გამძაფრდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის, ყუსაირისთვის. სახელმწიფო მედიის თანახმად, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარებმა შეტევა დაიწყო სამი მიმართულებით და წარმატებით მიიწევს წინ მეამბოხეთა მიერ დაკავებული ქალაქის დასაბრუნებლად. მეამბოხეთა თანახმად, ისინი ძლიერი დაბომბვის სამიზნე არიან, მათ წინააღმდეგ იერიშს ელიტარული შენაერთები და ლიბანის ჰიზბალას ჯარები წარმართავენ. ბრძოლების ფონზე სტამბოლში გრძელდება სირიის ოპოზიციის შეკრება, რათა გაერთიანდეს და სამომავლო, სირიის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე წარდგეს. აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ორგანიზებას გაუწევენ ასეთ კონფრენციას, რომელში მონაწილეობის მზადყოფნა, სირიის მთავრობამ, მოსკოვის თანახმად, დაადასტურა.
XS
SM
MD
LG