Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰიზბოლას ხელმძღვანელი სირიის ომში გამრჯვების პირობას დებს


ჰიზბოლას ლიდერმა, ჰასან ნასრალამ პირობა დადო, რომ სირიაში გაიმარჯვებს. მისი მეომრები, ლიბანის შიიტური რაზმები, სირიის რეჟიმის მხარდამხარ იბრძვიან იქ მეამბოხეთა წინააღმდეგ. მან შაბათს რეპორტიორებს განუცხადა, რომ მისი მოძრაობა კვლავაც იკისრებს პასუხიმგებლობას და გაიღებს მსხვერპლს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებაში თავის მოკავშირეეთან ერთად; ნასრალამ სირიის ომის გამო თქვა, რომ "ის ჩვენი ომიაო" და ამ ქვეყანას ისრაელთან ჰიზბოლას ბრძოლის „არიერგარდი“ უწოდა. თავის სატელევიზიო გამოსვლაში, მან ასევე თქვა, რომ მისი მიმდევრები სირიაში ებრძვიან ისლამისტ ექსტრემისტებს, რომლებიც ლიბანისთვისაც წარმოადგენენ ხიფათს. პირველად მოხდა, რომ ნასრალამ დაადასტურა სირიაში მისი მეომრების ბრძოლის ფაქტი.
XS
SM
MD
LG