Accessibility links

დამასკი „პრინციპში“ თანახმაა დაესწროს ჟენევის საერთაშორისო კონფერენციას


სირიის მთავრობამ „პრინციპში“ თანხმობა განაცხადა, რომ დაესწრება ივნისში დაგეგმილ საერთაშორისო კონფრენციას სირიის სამოქალაქო კონფლიქტის საკითხებზე. ამის თაობაზე სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უალიდ ალ-მუალემმა განაცხადა ბაღდადში, თავის ერაყელ კოლეგასთან შეხვედრისას. მუალემის თქტმით, კონფრენცია იქნება „კარგი შესაძლებლობა“ სირიის კრიზისის მოგვარებისა. მუალემი ბაღდადში მოულოდნელად ჩავიდა და აპირებდა ერაყის პრემიერ-მინისტრ, ნური ალ-მალიკთან შეხვედრას. ვიზიტი მოჰყვა ბაღდადის მიერ ერთი დღის წინ ერაყის დასავლეთში დაწყებულ სამხედრო ოპერაციას, რომლის მიზანია, სირიის პრეზიდენტის წინააღმდეგ მებრძოლ ძალებს არ მიეცეს ამ არეალის გამოყენების შესაძლებლობა. ერაყი ღიად არ უჭერს მხარს სირიას, მაგრამ, დასავლეთმა ბაღდადი დაადანაშაულა, რომ ირანს არ უშლის ხელს იფრინოს მის ტერიტორიაზე სირიისთვის სამხედრო აღჭურვილობის მისაწოდებლად.
XS
SM
MD
LG