Accessibility links

logo-print

ჯონ კერიმ ეგვიპტის პრეზიდენტს დანაპირების შესრულებისკენ მოუწოდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ ეგვიპტის პრეზიდენტს, მოჰამად მურსის მოუწოდა, არ გადაუხვიოს თავის დანაპირებს, განავითაროს ეკონომიკის სფეროში რეფორმები და ადამიანის უფლებების დაცვა. კერი და მურსი ერთმანეთს შეხვდნენ აფრიკის კავშირის სამიტის კულუარებში. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლის თანახმად, კერიმ მურსის განუცხადა, რომ ეგვიპტის განახლებაში წარმატებაზეა დამოკიდებული ეგვიპტის ახალი ხელისუფლებისთვის აშშ-ის და საერთაშორისო მხარდაჭერა.
XS
SM
MD
LG