Accessibility links

logo-print

ბეირუთის ჰიზბოლას კონტროლქვეშ მყოფ რაიონს რაკეტები დაუშინეს


ბეირთუიდან იტყობინებიან, რომ ორი რაკეტა მოხვდა ჰიზბოლას კონტროლქვეშ მყოფ არეალს ლიბანის დედაქალაქში, ბეირუთში და ოთხი ადამიანი დაშავდა. ცხადი არ არის, თუ ვინ დგას ამ თავდასხმის უკან. მარ მიკაელის რაიონში თავდასხმა მოჰყვა ჰიზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას განცხადებას, რომ ირანის ზურგით მოქმედ შიიტ მებრძოლთა გაერთიანებას გადაწყვეტილი აქვს იომოს მეზობელ სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდასაჭერად.
XS
SM
MD
LG