Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში სამხედროზე თავდასხმას ანტიტერორისტული უწყება იძიებს


საფრანგეთში სამხედრო პირ სედრიკ კორდიეზე თავდასხმის საქმეს იძიებს ანტიტერორისიტული უწყება. თავდაცვის მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა 23 წლის რიგითზე თავდასხმა დააკავშირა მის პროფესიურლ საქმიანობასთან. კორდიე, თავის ორ ამხანაგთან ერთად საგუშაგოზე იყო, როცა მას უკნიდან უცნობი პირმა პატარა დანა დაარტყა კისერში და დაჭრა. პრეზიდეტმა ფრანსუა ოლანდმა მომხდარზე განაცხადა, რომ არ არის საფუძველი კორდიეზე თავდასხმა დავაკავშიროთ ლონდონის ინციდენტთან, როცა ბრიტანელი სამხედრო მოკლეს. ლონდონის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი.
XS
SM
MD
LG