Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმა“ აბდელაფიტ კეშიშის ფილს მიანიჭეს


კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი, „ოქროს პალმა“, ჟიურიმ მიანიჭა ტუნისური წარმოშობის ფრანგი რეჟისორის, აბდელატიფ კეშიშის ფილმს, „ადელის ცხოვრება“, რომელიც ჰომოსექსუალი ქალების სასიყვარულო ისტორიაა. მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებლად მიიჩნიეს ბრიუს დერნი, ალექსანდრ პეინის ფილმში “ნებრასკა“. ხოლო ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს ფრანგი მსახიობი, ბერენის ბეჟო, როლისთვის ირანელი რეჟისორის, აშღარ ფარჰადის ფილმ „წარსულში“ შესრულებული როლისთვის. ფესტივალის მნიშვნელობით მეორე ჯილდო, „გრან პრი“ გადაეცათ ჯოლე და იტან კოენებს ფილმისთვის „ლიუნ დევისს შიგნით“. რეჟისურისთვის პრიზი დაისაკუთრა მექსიკელმა ამატ ესკალანტემ, კრიმინალური დრამისთვის „ელი“. საუკეთესო სცენარისტად კანის კინოფესტივალზე აღიარეს ჩინელი ავტორი, ძიან ჩჟან კე, რომელმაც თავისსავე ფილმისთვის, „ცოდვის შეხება“ დაწერა სცენარი. ჟიურის პრიზი მიანიჭეს იაპონელი რეჟისორის, ჰიროკაძუ კორე-ედას საოჯახო მელოდრამას, „რა მამა, ისიც შვილი“. კანის კინოფესტივალის ჟიურის წელს ამერიკელი რეჟისორი, სტივენ სპილბერგი თავმჯდომარეობდა.
XS
SM
MD
LG