Accessibility links

logo-print

თბილისში იხსნება ფოტოგრაფიის საერთაშორისო ფესტივალი


ფოტოფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი 28 მაისს აბანოთუბანში, ღია ცის ქვეშ ინსტალირებული გამოფენით გაიხსნება და 4 ივნისამდე გაგრძელდება. "Tbilisi Photo Festival", ყოველწლიური ფოტოგრაფიის საერთაშორისო ფესტივალი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისში 2010 წლიდან ტარდება და ტრადიციისამებრ თავს უყრის საერთაშორისო ფოტოგრაფიულ ელიტას – ცნობილ ფოტოგრაფებს და კურატორებს, საერთაშორისო პერიოდული გამოცემების რედაქტორებს და ევროპის ცნობილი სამუზეუმო სივრცეების წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG