Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართება მრგვალი მაგიდა "დავიცვათ ისტორიული თბილისი"


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის "Save Britain’s Heritage"-ისა და "Save Europe Heritage"-ის წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებით, დღეს უმასპინძლებს მრგვალ მაგიდას სახელწოდებით "დავიცვათ ისტორიული თბილისი". საქართველოში მყოფი უცხოელი ექსპერტები შეაგროვებენ მასალებს საერთაშორისო პუბლიკაციისათვის. ნაშრომი მიეძღვნება თბილისის არქიტექტურას და იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც დგას თბილისის კულტურული მემკვიდრეობა. ერთობლივი ორენოვანი ანგარიში, რომელიც მომზადდება ბრიტანელი ექსპერტების მიერ, ქართველი სპეციალისტების დახმარებით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოქვეყნდება 2013 წლის ბოლოს. პუბლიკაცია საერთაშორისო საზოგადოებისათვის თვალსაჩინოს გახდის ქალაქ თბილისის არქიტექტურის სილამაზესა და მისი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების აუცილებლობას.
XS
SM
MD
LG