Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში სირიის საკითხზე იმსჯელებენ


დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სირიის კონფლიქტს განიხილავენ. ვარაუდობენ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სანქციების შესუსტების საკითხს დააყენებს, რათა სირიელმა ამბოხებულებმა ევროპიდან იარაღის მიღება შეძლონ. იარაღის მიწოდებაზე ევროპულ ემბარგოს ვადა მიმდინარე კვირის ბოლოს გასდის. ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა. ბევრი მათგანი ეწინააღმდეგება სირიელი ამბოხებულების იარაღით მომარაგებას. ლონდონის პოზიციას მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები.
XS
SM
MD
LG