Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაილანდის პოლიცია ბანგკოკში აფეთქების მიზეზებს იძიებს


ტაილანდის პოლიცია ბანგკოკში მომხდარი აფეთქების მიზეზებს იძიებს. აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი პრესა იტყობინება, რომ საქმე ეხება თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობას. აფეთქება ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზე მოხდა. დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.
XS
SM
MD
LG