Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა ოკლაჰომის მოსახლეობას მაქსიმალურ დახმარებას ჰპირდება


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტორნადოსგან დაზარალებულ ოკლაჰომის მოსახლეობას პირობა მისცა, რომ ხელისუფლება მათ დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს. ამის თაობაზე განცხადება მან კვირას ქალაქ მურში ყოფნისას გააკეთა. ტორნადომ ყველაზე მეტად სწორედ ეს ქალაქი დააზიანა. ობამამ ასევე მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობას სტიქიური უბედურებით დაზარალებულ მოქალაქეებს შემოწირულობებით დაეხმარონ. ტორნადოს, რომელიც შტატ ოკლაჰომას 20 მაისს დაატყდა თავს, 24 ადამიანი შეეწირა, მათ შორის 10 ბავშვი.
XS
SM
MD
LG