Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი: მოსახლეობის კლება "შეჩერდა"


რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის, ვერონიკა სკვორცოვას განცხადებით, რუსეთში მოსახლეობის კლება "შეჩერდა". დღეს მოსკოვში პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას, სკვორცოვამ აღნიშნა, რომ შობადობის მაჩვენებელი 2012 წელს 5,6%-ით გაიზარდა და ამავე დროს, თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო კამპანიამ და ჯანდაცვის ხელშესაწყობად განხორციელებულმა სხვა კამპანიებმა ხელი შეუწყეს სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებას. გაეროს ვარაუდით, 2000-დან 2050 წლამდე რუსეთს მოსახლეობის 30-მდე მილიონი ადამიანით შემცირება მოელის დაბალი შობადობის და სიცოცხლის ხანგრძლივობის გამო. სკვორცოვა აღიარებს, რომ დემოგრაფიული კრიზისი მოგვარებიდან შორს არის, მაგრამ, მისი თქმით, რუსეთის მთავრობა მიმართავს ზომებს შობადობის გასაზრდელად, რაც ითვალისწინებს ახალგაზრდა ოჯახების სოციალური მხარდაჭერის გაუმჯობესებას და აბორტების რიცხვის შემცირებას.
XS
SM
MD
LG