Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში უცხოელი ჯარისკაცი მოკლეს


ნატოს განცხადებით, ავღანეთში მეამბოხეების თავდასხმისას დაიღუპა უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების ჯარისკაცი. ინციდენტი კვირას მოხდა აღმოსავლეთ ავღანეთში. სხვა დეტალებზე ნატოს განცხადებაში არ იუწყებიან. მიმდინარე წელს უცხოელმა სამხედროებმა მაისში განიცადეს ყველაზე დიდი დანაკარგი, თუმცა მსხვერპლის რიცხვი შემცირებულია შარშანდელთან შედარებით - მას შემდეგ, რაც დაიწყო უსაფრთხოებაზე ზრუნვის ამოცანის ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის ჩაბარება.
XS
SM
MD
LG