Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში იმართება ექვსი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ლიდერთა შეხვედრა


ბიშკეკში იმართება „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ უმაღლესი რანგის წარმომადგენლების ორდღიანი შეხვედრა. ორგანიზაციის წევრი პოსტაბჭოთა რესპუბლიკების - ყირგიზეთთან ერთად რუსეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ბელორუსიისა და სომხეთის - თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს სამხედრო წვრთნებისა და ორგანიზაციისათვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობის შესახებ. ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს შეერთებული შტატებისა და რუსეთის ინიციატივას სირიაზე საერთაშორისო კონფერენციის გამართვის შესახებ. „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრი ექვსი ქვეყნიდან ოთხის ლიდერები ხვალ იმსჯელებენ რეგიონში უსაფრთხობის მხრივ არსებულ გამოწვევებზე, მომავალ წელს ავღანეთიდან ნატოს ჯარების გაყვანის კონტექსტში.
XS
SM
MD
LG