Accessibility links

logo-print

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უმუშევრობა მცირედით შემცირდა


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2012 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2011 წელთან შედარებით მცირედით, 0,1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15% შეადგინა. “საქსტატის” მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, იმავე პერიოდში მოსახლეობის აქტიურობის დონე 1,7 ხოლო დასაქმების დონე 1,4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღნიშნავს, რომ აქტიურობისა და დასაქმების დონეები გაზრდილია როგორც სოფლის, ასევე ქალაქის ტიპის დასახლებებში და ამასთან, ტრადიციულად სჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი. “საქსტატის” ინფორმაციით, 2011 წელთან შედარებით, შარშან დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 4,8%-ით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 2,85%-ით. ამავე ანგარიშის თანახმად, შარშან უმუშევრობის დონე შემცირდა კახეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და გაიზარდა შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.
XS
SM
MD
LG