Accessibility links

logo-print

თამარ ბერუჩაშვილი: ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება არ სცილდება კანონიერების საზღვრებს


საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, რომ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების მიმართ საერთაშორისო საზოგადოებას მინიმალური შეკითხვები ჰქონდეს და მათ შესაბამისი პასუხი გაეცეს - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა შეძლებს დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება, რომ ეს პროცესები არ სცილდება კანონიერების საზღვრებს. თამარ ბერუჩაშვილმა სპეკულაცია უწოდა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავებამ შესაძლოა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა გაართულოს და უარყოფითად იმოქმედოს ვილნიუსის სამიტზე. ამავე ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟურნალსიტებს აცნობა, რომ უკვე დაზუსტებულია საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის ვიზიტის თარიღი. ნატოს გენერალური მდივანი და საბჭოს სხვა წევრები თბილისს 27-28 ივნისს ეწვევიან. ”ეს ვიზიტი არის კარგი შესაძლებლობა, რომ საქართველოს პარტნიორები ადგილზე გაეცნონ ქვეყანაში არსებულ ვითარებას და მიმდინარე რეფორმებს”, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.
XS
SM
MD
LG