Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხედავენ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივას


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟან-კლოდ მინიონის განცხადებით, პარლამენტარები იმედოვნებენ, რომ 2013 წელი იქნება შემობრუნების წერტილი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე მოლაპარაკების კუთხით. მინიონმა ეს იმედი გამოთქვა ბაქოში, სადაც განაცხადა, რომ ერევანსა და ბაქოს ეძლევათ „ისტორიული შანსი“, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები კონფლიქტის მოსაგვარებლად, როცა წელს რიგრიგობით მოუწევთ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა. მინიონი აზერბაიჯანში იმყოფება სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში.
XS
SM
MD
LG