Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია თვალს ადევნებს სოფელ დიცთან მიმდინარე პროცესს


ევროპის კავშირის სამეთვალყურეო მისია ყურადღებით მიადევნებს თვალს მავთულხლართის გავლებას სოფელ დიცთან, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს სამეთვალყურეო მისიამ გაავრცელა. განცხადების თანახმად, მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფა მისიისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რის გამოც მან - ვითარების ადგილზე გასაცნობად - დიცში დაუყოვნებლივ გაგზავნა თავისი თანამშრომლები. ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია გამოთქვამს ვარაუდს, რომ შექმნილი გარემოება მსჯელობის საგანი იქნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილ მორიგ შეხვედრაზე, რომელიც 31 მაისს გაიმართება სოფელ ერგნეთში. ასევე ორშაბათს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გავლების ფაქტი. "სამინისტროს პოზიცია არის ის, რომ ეს არის ყოვლად უკანონო ქმედება რუსი მესაზღვრეების მხრიდან", ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ შემდეგი განაცხადა: „ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას, გარდა ამისა ნოტა გაეგზავნება რუსეთის ფედერაციას შვეიცარიის საელჩოს გავლით, ეს იქნება ჩვენი საუბრის თემა, როდესაც მე შევხვედები საქართველოში აკრედიტებულ დიპკორპუსს ამ კვირაში და იქნება ჟენევის მოლაპარაკებების თემა“.
XS
SM
MD
LG