Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო გამოსვლა გაიმართა კოსოვოს განთავისუფლების არმიის ყოფილი წევრების დაპატიმრების გამო


კოსოვოში, პრიშტინაში, ხუთი ათასი ადამიანი გავიდა ქუჩაში და პროტესტი გამოხატა კოსოვოს განთავისუფლების არმიის ყოფილი წევრების დაპატიმრების გამო. მათ ბრალად ედებათ კოსოვოს ომის დროს, 90-იანი წლების ბოლოს, საომარი დანაშაულის ჩადენა. ორშაბათის პროტესტი მოჰყვა გასულ კვირაში, კოსოვოვში მოქმედი ევრკავშირის სამართალდაცვითი მისიის მიერ შვიდი პირის დაპატიმრებას. მათ შორის არიან კოსოვოს ამჟამინდელი ელჩი ალბანეთში და პრემიერ-მინისტრის მმართველი პარტიის მაღალი რანგის ოფიციალური წევრი. მათ გამოძიების განმავლობაში შინა პატიმრობა მიუსაჯეს.
XS
SM
MD
LG