Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს მოუწოდებს უკანონო პროცესის შეწყვეტისკენ


საქართველოს საგარეო უწყებამ 27 მაისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც: "გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის საოკუპაციო ძალის მხრიდან ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, კერძოდ, სოფ. დიცისა და სოფ. დვანის ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების გამო, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების, უპირველესად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის, და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას". საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს: "შეწყვიტოს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მავთულხლართების გავლების უკანონო პროცესი, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები".
XS
SM
MD
LG