Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სრულდება ევროკავშირის ემბარგო სირიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდებაზე


სრულდება ევროკავშირის ემბარგო სირიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდებაზე. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა განაცხადა, რომ ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი სირიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდებაზე. ემბარგო ოფიციალურად მაისის ბოლოს იწურება. ემბარგოს დასრულების პარალელურად ევროკავშირის სახელმწიფოები შეთანხმდნენ ერთი წლით გაგრძელონ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ დაწესებული ყველა ფინანსური და ეკონომიკური სანქცია. ჰეიგმა განაცხადა, რომ მართალია, ”არ არის მოკლევადიანი გეგმები სირიაში იარაღის გაგზავნაზე”, მაგრამ ემბარგოს დასრულების შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში მეტი ”მოქნილობის” საშუალება იქნება. ბრიტანეთი და საფრანგეთი არიან ემბარგოს აქტიური მხარდამჭერები. ავსტრია და ევროკავშირის ზოგიერთი სხვა წევრი კი თვლიან, რომ ასეთი ნაბიჯი მეტ სისხლისღვრას შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG