Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში იმართება ექვსი პოსტსაბჭოთა ქვეყნის არაოფიციალური სამიტი


ყირგიზეთი მასპინძლობს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ არაოფიციალურ სამიტს. ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთის და ტაჯიკეთის პრეზიდენტები მსჯელობენ ვითარებაზე ავღანეთში, რომელსაც 2014 წლის მიწურულამდე დატოვებენ აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო ძალები. დღის წესრიგშია შესული გეგმაც, რომელიც ითვალისწინებს რუსეთთან შუა აზიის ქვეყნების და მოგვიანებით ავღანეთის და სპარსეთის ყურის ქვეყნების დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას. სამიტის დაწყებამდე, ყირგიზეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა, ალმაზბეკ ატამბაევმა და ვლადიმირ პუტინმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობის პერსპექტივაზე. სამიტის მონაწილეებს შორის არ არიან „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრი ორი ქვეყნის, სომხეთის და ბელორუსიის პრეზიდენტები.
XS
SM
MD
LG