Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მოკლეს ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილე ქალი


პაკისტანელი ოფიციალური პირების ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს პოლიომიელიტის ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილე ქალი. თავდასხმა დღეს მოეწყო ქალაქ ფეშავართან. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა ჩვენი რადიოს პაკისტანურ სამსახურს უთხრა, რომ დაიჭრა ვაქცინაციის პროგრამის კიდევ ერთი მონაწილე, ის საავადმყოფოში მოათავსეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. პაკისტანში ხშირია ძალადობა ვაქცინაციის ჩასატარებლად შექმნილი ჯგუფების მიმართ. დეკემბერში, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი მოკლეს პოლიომიელიტის წინააღმდეგ პროგრამაში მონაწილეებზე თავდასხმების შედეგად. პაკისტანელი ექსტრემისტების ნაწილი ამ პროგრამის წინააღმდეგ გამოდის - მასში მონაწილეებს ამერიკის ჯაშუშებად მიიჩნევს და ამბობს, რომ ვაქცინაციის მიზანი მუსლიმი ბავშვების სტერილიზაციაა.
XS
SM
MD
LG