Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი: რუსეთს აქვს თავის გეგმა და არ უყურებს ვინ, რა და როდის თქვა


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსული ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო საქართველოს მთავრობას არ ადანაშაულებს. თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ”გუშინ იყო ბევრი პოლიტიკური განცხადება, რომ ენა მოვუჩლიქეთ, მაგრამ ამას მაინც წინ სწევენ.” პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთს აქვს თავის გეგმა და არ უყურებს ვინ, რა და როდის თქვა. ”ის, რომ გუშინ ხაზი გადმოწიეს არ არის რომელიმე ქართველი პოლიტიკოსის, მთავრობის, ან მთავრობის ხელმძღვანელის დანაშაული ისევე, როგორც წინა წლებში არაფერი არ ყოფილა ჩვენი ბრალი”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, მაშინ, როცა რუსეთი საკუთარ გეგმას მიჰყვება, საქართველომ არ უნდა შეასუსტოს სამართლებრივი პოზიციები, კერძოდ ოკუპაციის კანონი და უარი არ უნდა თქვას ტერმინზე ოკუპაცია, რადგან სწორედ ეს არის საქართველოს ”იურიდიული გასაღები.”
XS
SM
MD
LG