Accessibility links

logo-print

ავღანეთში შვიდი პოლიციელი მოკლეს


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, ექსტრემისტებმა შვიდი პოლიციელი მოკლეს ბლოკპოსტთან სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში. არღისტანის რაიონის წარმომადგენლის თქმით, ექსტრემისტები იცნობდნენ პოლიციელებს და, როგორც ჩანს, ორშაბათს საღამოს მათთან ვახშამზე იყვნენ მიწვეული. მაგრამ სტუმრებმა სროლა დაუწყეს პოლიციელებს და მიიმალნენ, თან წაიღეს პოლიციელების იარაღი და წაიყვანეს მათი ავტომანქანა. თავდასხმისას ერთი პოლიციელი დაიჭრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG