Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პუსი რაიოტის“ წევრს ციხეში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა


ქალთა პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრი, რუსეთში პატიმრობაში მყოფი მარია ალიოხინა საავადმყოფოში მოათავსეს. მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებათა ფედერალური სამსახურის წარმოადგენლების ცნობით, ექიმებმა ალიოხინა დაბალი წნევის გამო გასინჯეს. ალიოხინამ 22 მაისს დაიწყო პროტესტის ნიშნად შიმშილობა მას შემდეგ, რაც სასამართლომ უარი უთხრა, დასწრებოდა სხდომას, რომელზეც განიხილავდნენ ვადამდე მისი გათავისუფლების საკითხს. ალიოხინა და „პუსი რაიოტის“ კიდევ ერთი წევრი, ნადეჟდა ტოლოკონიკოვა ორწლიან პატიმრობას იხდიან ხულიგნობაში დამნაშავედ ცნობის საფუძველზე. ისინი დააპატიმრეს 2012 წლის თებერვალში მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ კრიტიკული აქციის ჩატარების შემდეგ.
XS
SM
MD
LG