Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილს ბრალდება დაუმძიმდა


ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილსა, 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, ბრალი დაუმძიმდა. როგორც თბილისში, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა, მერაბიშვილი ბრალდებულად ცნეს 2011 წლის 26 მაისს დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის. ბრალდების მიხედვით, იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით დაიგეგმა არა საპროტესტო აქციის დაშლის ლეგიტიმური ღონისძიება, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომაშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა, რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო მათი მასობრივი დაკავება, დაშინება, დასჯა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელება.
XS
SM
MD
LG