Accessibility links

logo-print

ლავროვი: დასავლეთი ძირს უთხრის სირიაზე სამშვიდობო მოლაპარაკებას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნები, მათ შორის აშშ და საფრანგეთი, ძირს უთხრიან მცდელობებს, რომელთა მიზანია მომავალ თვეში სირიის კონფლიქტის შესახებ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციის გამართვა. ლავროვის მიერ პარიზში გაკეთებულ ამ განცხადებას ერთი დღით უსწრებდა წინ ევროკავშირში მიღწეული შეთანხმება, გაუქმდეს სირიისთვის იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს ზოგიერთი კომპონენტი - რაც გზას უხსნის სირიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობას. ლავროვის აზრით, ევროკავშირის გადაწყვეტილება არალეგიტიმურია და საერთაშორისო სამართალთან მოდის შეუსაბამობაში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ევროკავშირი დაადანაშაულა „ორმაგი სტანდარტის“ გატარებაში, რადგან მან ძალაში დატოვა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედი ყველა სანქცია. ამასთან, ლავროვის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ირანი შეუერთდეს აშშ-ის და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სამშვიდობო კონფერენციას სირიის საკითხზე. სახელმწიფო დეპარტამენტი ლავროვის განცხადებებს გამოეხმაურა რუსეთის მიერ ასადის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდების საკითხის კრიტიკით.
XS
SM
MD
LG